logo
ENG



"ლუკაშენკოს შეურაცხყოფისთვის" ბელარუსში კომიკოსის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

16 აგვ 202417:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/16/agorb2p14ew0aca.jpg

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ბელარუსი სტენდაპ-კომიკოკსის ვიაჩესლავ (სლავა) კომისარენკოს წინააღმდეგ წარმოება დაიწყო.

კომიტეტის თანახმად, კომისარენკოს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს შეურაცხყოფასა და ცილისწამებაში, ასევე სოციალური სიძულვილის გაღვივებაში სდებენ ბრალს.

პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუკაშენკოს ცილისწამების საქმეზე სლავა კომისარენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 2022 წლის თებერვალში გავრცელდა. მაშინ ამის შესახებ პროსახელისუფლებო ტელეგრამარხები და პროპაგანდისტები წერდნენ.

სლავა კომისარენკო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბელარუსი სტენდაპერია. ბოლო წლების განმავლობაში ის რუსეთში ცხოვრობდა და ბელარუსში კონცერტებს მართავდა.

2020 წელს ბელარუსში აქციების დროს, როდესაც სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ, კომისარენკომ არაერთხელ ისაუბრა ძალადობის წინააღმდეგ და ამბობდა, რომ არჩევნები გააყალბეს. იგი ხშირად ალექსანდრ ლუკაშენკოს პაროდიებს აკეთებდა და მას "ჩიკ-ჩირიკად" მოიხსენიებდა.

2022 წლის იანვარში კომიკოსმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსის KGB-ს დევნის გამო დატოვა. 


close დახურვა